logo.png

 

Zaza Bibilashvili

 

"2013 წლის ბოლოს, ივანიშვილის პირობებში, რუსებმა გაგრასთან (კრასნაია პოლიანას მხრიდან) საზღვარი გადმოწიეს. გადმოწიეს 11 მეტრით კი არა, როგორც აზერბაიჯანმა ჩიჩხიტურთან, 11 კილომეტრით ანუ 11 ათასი(!) მეტრით.

და იცით ამაზე რა პასუხი გასცა ივანიშვილმა? ალბათ იფიქრებთ, რომ საპროტესტო ნოტებით აავსო მოსკოვი, დიპლომატები შეასია ევროპის დედაქალაქებს, წერილები დააგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჩივრები შეიტანა საერთაშორისო სასამართლოში ან, ბოლოსდაბოლოს, სოჭის ოლიმპიადაზე დაჩოქილი ჩასვლა მაინც გადაიფიქრა...

არა, მეგობრებო! ივანიშვილის ხელქვეითები გვარწმუნებდნენ, რომ ეს ტერიტორია რუსეთს დროებით, ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის სჭირდება და ოლიმპიადის დასრულებისთანავე, ოკუპანტი საზღვარს ისევ უკან გადაწევს  ანუ დამშვიდდით, პრობლემა არააო.

გავიდა 7 წელი. ოლიგარქის ლოცვა-კურთხევით რუსეთისთვის გაგრასთან გადაცემული უზარმაზარი ტერიტორია აღარავის ახსოვს. სამაგიეროდ, გარეჯთან აზერბაიჯანისთვის გადაუცემელი(!) ტერიტორიის გამო, ხელისუფლება ბაქოსთან მოლაპარაკებებს კი არ აწარმოებს (რაც ლოგიკური იქნებოდა), არამედ არარასებულ საქმეებს თხზავს სტალინურ სტილში და საკუთარ ხალხს იჭერს (როგორც, ოდესღაც, ჩვენს სპეცრაზმელებს), რომ ასე მაინც ჩამოირეცხოს მოღალატის სტიგმა.

შევადაროთ:

ერთ მხარეს არის რუსეთის მიერ რეალურად წაღებული 11 კილომეტრი, რომელზეც ივანიშვილი აქეთ გვარწმუნებს, პრობლემა არ არისო, ხოლო მეორე მხარეს არის უბრალო ბრალდება ქმედებაზე, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია (ანუ მელაშვილსა და ილიჩოვას რომც სდომებოდათ ჩვენი ტერიტორიის გასხვისება, ეს არ მომხდარა).

ამიტომ, ერთი წუთით დავივიწყოთ, რომ ქვეყანას სერგო ორჯონიკიძის სულიერი შვილები მართავენ და ვკითხოთ ამხ. ნაცვლიშვილსა და ამხ. ხაინდრავას -

გაგრა საქართველოა?

წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ნანახია: (612)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას