"ერთი მეგობარი გოგო მყავდა...ზემოიმერელი...ერთად ვამზადებდით ხოლმე საგნებს საგამოცდოდ.. ვმეცადინეობდით ერთად.. და ჩემთან რჩებოდა ხანდახან ღამით...ერთ ღამესაც ვუყურებთ ფილმს...აქვე დავსძენ, რომ ნამეტნავად გვიყვარდა ფილმების ყურება..განსაკუთრებით წინა საგამოცდო ციებ-ცხელებისგან განსატვირთავად..ვუყურეთ ფილმს, რომელიც იყო ერთ ახალგაზრდა, გაურკვეველი რეპუტაციის ქალზე, რომელსაც ჰყავდა ხნიერი დედა და პატარა შვილი, რომელიც ბებიასთან იზრდებოდა...ქმარი არ ჰყავდა არც ბებიას და არც დედას ..(ბავშვისას)..მე ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და დავინტერესდი..კი მაგრამ, ვერ გავიგე, სად მუშაობს ეს გოგო.. ამ პატარა ბავშვს და ხნიერ დედას რჩენა ხომ უნდათ-მეთქი...ეს ვიკითხე და ამასობაში ჩამთვლიმა...მაჯანჯღარებს ეს ჩემი მეგობარი...გაიღვიძე, რა დროს ძილია.. ხედავ, რაში ყოფილა საქმე...აგი ქალი ბორდელში ნამუშევარა და ნაღება თურმე, ფულს ნაღებაო...ისეთი აღტაცებული იყო, ასე მეგონა იმდენი იმეცადინა ეს ფიზიკა, რომ არქიმედესავით ამომგდები ძალა ხომ არ აღმოაჩინა-მეთქი...ლამის „ევრიკა, ევრიკად“ ჩამესმა ეს „ნაღება, ფულს ნაღებაო“..ისე დასჭექა...რატომ გავიხსენე ახლა ეს ამბავი..აქ ზოგიერთების აქტიურობას რომ ვაკვირდები..ისეთი გულმოდგინე აღშფოთებით პოსტავენ...თან ერთსა და იმავე აზრებს ავრცელებენ...ისეთ ერთსულოვნებას ავლენენ არასასიკეთო ქმედებებში..აზრებში.....გარკვეული მიმართულებით...ვიტყოდი, კგბ-ს რომ გაეხარდებოდა, იმ მიმართულებით...რომ ძალაუნებურად ეს ამბავი მახსენდება და მეფიქრება...დაკვეთას ხომ არ ასრულებენ ნეტავ?,.. და იმ ჩემი ზემოიმერელი მეგობრისა არ იყოს: აგი ხალხი ფულს ხო არ ნაღება?"
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (1361)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას