logo.png

 

Revaz Kemularia

 

"რას გვეუბნებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ტვ ეთერიდან? ჩახვეულივით ერთ და იგივე სიტყვებს, - გაყალბდა არჩევნები! ამის იქით არავითარი სამოქმედო გეგმა! ვიცით ბატონებო რომ გაყალბდა არჩევნები, ვიცით!!! ჩვენ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიტიკური სამომავლო სამოქმედო გეგმა და არა უკვე გაცვეთილი ფრაზების მოსმენა...

როცა ლიდერობაზე გაქვთ პრეტენზია, ისიც უნდა შეგეძლოთ, წარდგეთ ხალხის წინაშე და გააკეთოთ მიმართვა ან განცხადება დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და შესთავაზოთ ხალხს ამ გაუსაძლისი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის გზები!

ნუთუ ვერ ხედავთ იმას, რომ რუსეთის პოლიტიკური გავლენა ჩვენს სამშობლოზე პიკს აღწევს და ღიად თუ ფარულად გვაბრუნებს კრემლისკენ?

რატომღაც ბოლო დროინდელ თქვენს საუბრებში კონტექსტიდან ამოვარდნილია რუსეთი როგორც ოკუპანტი ქვეყანა და ამავე დროს, საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას აფხაზეთს და სამაჩაბლოს... თქვენ მხოლოდ განიხილავთ ცალკეულ სოციალურ პრობლემებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სრულად ვერ აღიქვამთ ჩვენი სამშობლოს გასაჭირს ერთიან ჭრილში და მხოლოდ ყმაყოფილდებით აზრს მოკლებული, არაფრის მთქმელი ხმაურით...

კოლაბორაციონალისტ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლას პოლიტიკურად მომზადება, პოლიტიკური ნება, ხალხისა და ვეყნის გაუსაძლისი მდგომარეობის გათავისება ჭირდება და არა დაზეპირებული ფრაზების ყოველდღიური გამეორება.

ნუ მოიქცევით ისე, ვინც მხარც გიჭერთ, იმათმაც დაკარგონ ნდობა. არადა ასეთი საუბრები უკვე გახშირდა. იცოდეთ ოპოზიციაც პასუხს აგებს ხოლმე ხალხის წინაშე, როცა ის დააიგნორებს ხალხის ნებას."

წერს რევაზ კემულარია.

ნანახია: (1280)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას