"საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, ყველაზე არაადამიანური, მზაკვრული და მუხანათური ჩასაფრებით ჩაცხრილული მრავალასიათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაცია, მანიფესტაცია რომლის მონაწილენი გმობდნენ საქართველოში მომხდარ პუტჩს და პოლიტიკური ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდებით მოითხოვდნენ კონსტიტუციური, კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.
ნამდვილქართველთა მრავალასიათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაცია დაიძრა სადგურის მოედნიდან კანცელარიისაკენ, სადაც გამაგრებულნი იყვნენ პირსისხლიანი ხუნტის ე.წ. ხელმძღვანელები...
მშვიდობიან მანიფესტაციას, თამარ მეფის სახელობის ხიდის ბოლოში ცირკის მიმდებარედ პროსპექტი დახვდათ ავტობუსებით ჩახერგილი. მანიფესტაცია მიუახლოვდა თუ არა ხერგილს, გზის ორივე მხარეს არსებული ფერდობებიდან, სადაც ჩამალულ-ჩასაფრებულნი იყვნენ პირსისხლიანი პუტჩისტი გიენები, ატყდა უმოწყალო-დაუნდობელი სროლა მანიფესტანტების მიმართულებით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მოიცელა ხალხი. პირველი დაიღუპა მედროშე მამუკა ტერიშვილი, მანიფესტანტები გაიშალნენ, დაიწყო მათი უმოწყალო დარბევა-დაჭერები, მათ მთელი დღის განმავლობაში სდევნიდნენ დავით აღმაშენებლის პროსპექტზე და მიმდებარე ქუჩებზე, ეძებდნენ და აპატიმრებდნენ, იარაღიდან ისროდნენ უმისამართოდ, მრავალი დაიჭრა და დაიღუპა, ნათელი მათ სულებს და არ დავიწყება მათ სახელებს. ეს სისხლიანი ოპერაცია ჩატარდა პირსისხლიანი მაოხრებელი გზირის შევარდნაძის ერთერთი მთავარი პირსისხლიანი გიენის ლანჩავას ხელმძღვანელობით.
ამ დღეს, ერმა სამართლიანად შეარქვა ყველაზე შავი დღე ანუ დახვრეტილი 2 თებერვალი.
სამწუხაროდ ჩვენდა, პუტჩი დღემდე გრძელდება საქართველოში. პირსისხლიანი მაოხრებელი გზირის შევარდნაძის გამოზრდილი ლეკვები, იცვლიან სკამებს საოკუპაციო ადმინისტრაციის მმართველ სხვადასხვა ორგანოებში. ამ სისხლიანი, ბნელი ძალის მმართველობაში ყოფნის ვადებს ახანგრძლივებს ყველა, ვინც კი მონაწილეობს მათ მიერ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში. აუცილებლად მოვა დრო, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: რატომ უწყობდით ხელს საოკუპაციო ადმინისტრაციის მმართველობის გახანგრძლივებას მათ მიერ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობით. ამ კითხვის საფუძველი კი იქნება: 1992 წლის 13 მარტის, ქალაქ გროზნოში დევნილობაში მყოფი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ სესიაზე, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ზვიად გამსახურდიას მეცადინეობით და ძალისხმევით მიღებული დადგენილება!
ისტორია შეუვალია და დაუნდობელი.
ოცდაცხრა წლის შემდეგ, ხვალ დილით კვლავ თენდება 2 თებერვალი.
ნათელი, სამშობლოს თავისუფლებისათვის, უმოწყალო, დაუნდობელ ბრძოლებში გმირულად დაღუპული ქართველების უმანკო სულებს, დიდება და არდავიწყება მათ სახელებს."
წერს გელა რაზმაძე.
ნანახია: (1654)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას