logo.png

 

Kaki Bokuchava

 

"კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რასთან გვაქვს საქმე.

ახლა ისეთი სისტემაა, ოლიგარქიულ-ფეოდალური,რომლის არსებობას რამე თუ რეალურად დაემუქრა, თუგინდ უსაფრთხოებას, იმ საფრთხეს ყველა საშუალებით გაანეიტრალებენ,ყველა გზით და ხერხით, მოიშორებენ.მეტიც, თუ გარდუვალობა იქნა გააქრობენ, მოაშთობენ კიდეც საფრთხის წყაროს.

თამაშს, კრიტიკას,გინებას და ლანძღვას მიიღებენ, ეს არ შეაწუხებთ, მაგრამ თუ საფრთხე იქნა რეალური არავის დაინდობენ, ყველაფერზე წავლენ.

წავლენ ყველაფერზე რადგან კარგავენ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ყველაფერს რაც მათთვის ფასეულია. ყველაზე ფასეული მათთვის კი ქონება და კაპიტალია, მის გარეშე ისინი არაფერი არიან, ცარიელ ადგილებად გადაიქცევიან.ამას რომელი ჭკუათმყოფელი მიიღებს და არ იბრძოლებს გადარჩენისთვის?

ჯერ მათ სისტემას, მე -9 წელია, რეალურად არაფერი დამუქრებია, სულ პატარა საფრთხის მაგვარი იყო ივნისის იმ ავადსახსენებელ დღეს და უმოწყალოდ ინადირეს ხალხზე, თავში ესროლეს ახალგაზრდებს ნადირისთვის განკუთვნილი ტყვიები.

ეს შიშის გამოხატულებაც იყო

და დაშინების აქტიც.

ყველაფერს უნდა ველოდით.

ეს წასვლა მოსვლა კი ჩვეულებრივი თამაშია მოთამაშისთვის. ასევე რაც მითქვამს და კიდევ ვიტყვი, კარგი მოთამაშეა და ამ თამაშის ცოდნას ფილოსიფოსობა და პოლიტიკოსობა არ ჭირდება, როგორც პოკერის თამაშს

წერს კაკი ბოკუჩავა.

ნანახია: (1274)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას