logo.png

 

George Tiginashvili

"საბჭოთა ათეისტური ხელისუფლების მიერ კათოლიკოს-პატრიარქად დანიშნულ ირაკლი შიოლაშვილის (ფსევდონიმად მინიჭებული სახელებია: "ილია II", "ივერიელი".) ერთ-ერთი სიმპტომატური ნიშანია გაუნათლებლობა, მეცნიერების მიმართ შიში და სიძულვილი, რაც გამოიხატა არა მხოლოდ მის დამოკიდებულებაში მეცნიერებისადმი, არამედ ამასთან ერთად ეკლესიის წიაღიდან მეცნიერების, ინტელექტის, ერუდიციისა და ცოდნის განდევნაში, დედაბრულ ზღაპრობათა გავცელებაში, ხალხური "ღვთისმეტყველების" დანერგვაში, წარმართული და მაგიური წარმოდგენების ტირაჟირებასა და ცრუმორწუნეობა-მესიზმრეობისათვის ფართო კარის გაღებაში. ეს ყოველივე უპირველესად გამოიხატა გაუნათლებელი, ბნელი და უვიცი კადრებით სინოდის გადავსებაში. ამისი ტიპური მაგალითია ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, უფრო კი ფაშა - საბა (გიგიბერია), რომელიც ღიად ებრძვის სახელმ. ინსტიტუტებს, მეცნიერებას, მედიცინას, დასავლურ ცივილიზაციას (მხოლოდ სუპერ თანამედროვე დასავლურ მანქანებს წყალობს) და ამბიონიდან უზრდელობს. სწორედ ასეთი ამორალური, რეტროგრადი და ობსკურანტი ადამიანებით გამოავსო "ცოცხალმა წმინდანმა" სინოდი, რომელიც 15 ნომინალური ეპარქიიდან 50-ამდე გაზარდა, საკუთარი პატივმოყვარეობისა და განდიდებისათვის, რადგან რიცხვმრავალი ეპისკოპატი და ეპარქიები მსოფლიოში მხოლოდ ძლიერ ეკლესიებს აქვთ.

ილია ჭავჭავაძემ ეპისკ. გაბრიელის (ქიქოძე) მთავარ დამსახურებად გამოაცხადა ის ნიჭი, რომლის მიხედვითაც წმინდანი - "სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდაო", ილია შიოლაშვილზე კი შეგვიძლია ვთქვათ: სარწმუნოებას აბნელებდა და სიბნელეს ასარწმუნოებდაო, ანუ სარწმუნოება დააბნელა და სიბნელე სარწმუნოებად შემოგვასაღა. ეს აისახა მთელ ერზე და სახელმწიფოზეც, ამიტომაა დღეს საქართველო ასე ჩამორჩენილი და დაჭაობებული სულიერადაც და შესაბამისად ყველა სხვა ასპექტებით. სხვანაირად ვერც იქნება ქვეყანაში, სადაც КГБ-ს ემისარი, მილიონერი, პუტჩისტი და რენეგატი შიოლაშვილი ნომერ პირველი ავტორიტეტია მთელს ერში."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (1483)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას