logo.png

 

Beka Mindiashvili

 

"მირჩვენია, მე ვიყო ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე ვიძალადო, ამბობდა სოკრატე, მოსე წინასწრმეტყველი ლოცულობდა იმისთვის, რომ ერი კი არა, მის ნაცვლად თვითონ დასჯილიყო;

იესო ქრისტეს ჯვარცმას ეს ორი მიმართება ქრისტიანობის უმთვრეს, ყველაზე საკრალურ მოწოდებამდე - ადამიანისთვის თავაგანწირული მსახურების პრინციპამდე აჰყავს

დაე, მე მომხვდეს ჩემი შვილისკენ ნასროლი ყველა ისარი, წერდა ბესიკ ხარანაული.

რა არის ეს? რატომ ამბობს და აკეთებს ამას ადამიანი? რატომ ეღობება სხვის სიცოცხლეს, სხვისი ღირსების შელახვას? რატომ იღებს, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანის მაგივრად დარტყმას თავის თავზე? რატომ ლოცულობს მორმწუნე სხვისთვის, თავისი მტრისთვის, მაგინებლისა და მდევნელისთვის?

ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ყოვლედღე ლოცულობს მათთვის ვინც მას აგინებს, ლანძღვავს, ცილს სწამებს, ვინც მის უდანაშაულობაში დარწმუენებული ადამიანების, მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ გეშავს და რაზმავს წყვდიადს.

ასევე თქვა, რომ ურჩევნია ბრმად კი არ მიიღონ ის აზრი, რომ მართლია, არამედ კრიტიკულად შეხედონ, კარგად აწონ-დაწონონ, და ისე. თქვა, რომ მისგან განსხვავებული პოზიცია იქნება, კარგიცაა, რომ ჰქონდეს ვინმეს. აი, ასეთი რამე თქვა

რა ძალა ათქმვინებს ამას უდანაშაულოდ დევნილ და შეურაცხყოფილ კაცს? არ ვიცი, ალბათ ადამიანად ყოფნის ღირსება, რწმენა, სიყვარული, საქმის ერთგულება.

იქ, სადაც ეს ღირსება და რწმენაა, იქაა სინათლე, იქაა ქრისტიანობა, იქაა იმის შეასძლებლობა, რომ იყოს მშვიდობა. იქაა, პირდაპირი მნშნველობით, იმის შესაძლებლობა, რომ შევძლოთ გარეჯის დაცვა

დიდი ეროვნული ტრაგედიაა, რომ ამ რწმენის ნატამალიც კი არ შერჩა საპატრიარქოს, იმ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და მათი ქადაგებებით გაბოროტებულ, მოტყუებულ ადამიანებს, ვინც იწყევლება და იგინება, ვინც ადამიანის დევნისა და სიძულვლისკენ მოუწოდებს სხვებს.

ასეთები გარეჯს ვერასოდეს დაიცავენ, რადგან გმობენ ღმერთსა და მის ქმნილებას, გმობენ ქართულ ქრისტიანულ ტრადიციას, მათ მოყვარე მტერში ერევათ და მტერი მოყვარეში, ისინი ანადგურებენ ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული თანაცხოვრების აუცილებელ პირობებს.

რაც უფრო გაიზრდება მათი ყალბი პატრიოტიზმისა და ამ ავბედითი რელიგიური ყეყეჩობის, ამ უსაზღვრო სიძულვილისა და სიბეცის საზღვრები, მით უფრო დაუცველი იქნება, დაბეჩავდება და დაპატარავდება საქართველო."

წერს ბექა მინდიაშვილი.

ნანახია: (989)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას