logo.png

 

George Tiginashvili

 

"სინდისი და ნამუსი რომ არ აქვთ ქართველ მღვდელმთავრებს, ეს არახალია, მაგრამ მაინც - გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მეუფე - საბა (გიგიბერია), როგორ კადნიერდება და კიდევ მორალზე, ზნეობაზე, სულიერებასა და ღირსებაზე "გვმოძღვრავს"! კაცი, რომელიც ოლიგარქივით ცხოვრობს, არანაირ ხორციელ სიამოვნებას არ იკლებს, ეს ყოველივე არ ჰყოფნის, თითქოს ადამიანთა ამოწყვეტაღა დარჩა და კოვიდსასაკლაოც სწყურიაო, გამოდის და ანტივაქსერული რიტორიკით წამლავს ისედაც დაბნეულ საზოგადოებას! სირცხვილია..!

წესით, ასეთი მღვდელმთავარი დაუყონებლივ უნდა განიკვეთოს წოდებიდან და დაკავებული თანამდებობიდან, მისი ქონების კონფისკაცია თუ ექსპროპრიაციაც უნდა მოხდეს და აუქციონის წესით გასხვისდეს, ხოლო შემოსული თანხა ხონისა და სამტრედიის ბენეფიციარებსა და სოცალურად დაუცველ მოსახლეობას მოხმარდეს! ეს იქნება ყველაზე სამართლიანი და თუ გნებავთ სულიერი ვერდიქტიც!

პ.ს. ბერი საბა (გიგიბერია) კი სიცოცხლის ბოლომდე მწვანე მონასტერში სინანულისთვის განმწესდეს, ან ერისკაცობამდე დაქვეითდეს და თეგეტამოტორსში დასაქმდეს შესყიდვების მენეჯერად, საპატრიარქოს შუამდგომლობით...."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (1484)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას