"როდესაც საქართველოს საპატრიარქოს პიარ- სამსახური აცხადებს, რომ დავით გარეჯის დამცველია და არ დათმობს არცერთ გოჯა მიწას, თუ აქვს პაუსხი იმ კითხვაზე, რა ხდეება და რას წარმოადგენს რუსული ეკლესიის ეპარქია აზერბაიჯანში, თუნდაც ეს წერილი წაიკითხოს, რომელიც დაწერილია, სინოდის წევრის, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მიერ... არაფერი, რომ არ ვთქვათ არცერთი პროტესტი რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც იპყრობს აფხაზეთის ტერიტორიებს, ქრება ქართული წირვა -ლოცვა, გადაკეთდა ქართული ეკლესიები. გეკითხებით: არ არის საქართველო ილორი, ბედია, სოხუმი, იკორთა, ცხინვალი ან რას ამბობთ ჰერეთის შესახებ??? უბრალოდ ასე წერა არ შეიძლება, თორემ მეტი გვაქვს სასაუბრო. ამას იმიტომაც ვწერ, რომ დიდი საყვედური მივიღეთ იმის შესახებ, რატომ არ აღვადგინეთ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია 1991 წელს და არავის არ უფიქრია, რას გამოიწვევდა, რაზე უნდა გვეთქვა უარი? ან რა მივიღეთ, როდესაც აღადგინეს 1992 წლის გაზაფხულზე პუტჩისტებმა ეს კონსტიტუცია?
ახლა კი ველოდები პასუხს : არის თუ არა საქართველო დავით გარეჯა და რატომ არ გვაქვს ქართული ეპარქია აზერბაიჯანში, როდესაც კანადასა და ახალ ზელანდიაშიც გვაქვს, თუ როგორც არის. ჯერ ეს წერილი წაიკითხეთ, დანარჩენი შემდეგ." http://meufeanania.info/azer/
წერს ბეჟან ჯავახია.
ნანახია: (1133)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას