logo.png

წმ. პაისი მთაწმინდელი - კეთილი ძია იანისი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ათონზე ცხოვრობდა ვინმე ძია იანისი. ის ყველგან მიდიოდა და ამბობდა: არის რამე საქმე? აბა რა გავაკეთო შენთვის? ის ისეთი კეთილი იყო, რომ მამები ეუბნებოდნენ, მონაზონი გახდიო. ის კი პასუხობდა: არა, არა, მხოლოდ ილოცეთ ჩემთვის. ვერც წარმოგიდგენიათ, რა ადამიანი ვიყავი და რეებს ჩავდიოდი ომის დროს! ერთხელ ანალოღიის გაკეთებაში მეხმარებოდა და მითხრა: ილოცე ჩემთვის, დიდი ცოდვილი ვარ. შემდეგ ის ჩემი მხედველობის არიდან გაქრა. კარგა ხნის შემდეგ ჩემთან ერთი მამა მოვიდა და მითხრა: ძია იანისი გარდაიცვალა. ის ორჯერ გამომეცხადა და შენთან გამომგზავნა იმის სათქმელად, რომ მისი განსვენებისთვის ილოცო. თურმე რა მოხდა. ძია იანისი მისულა ერთ მონასტერში ბერების მისახმარებლად. როდესაც მისი გარდაცვალების დრო მოვიდა, მღვდელმონაზონს, რომელიც სასაფლაოზე ასრულებდა მორჩილებას, უთხრა: ძმაო, მე დიდი ცოდვილი ვარ. გთხოვ, ჩემს საფლავზე ყოველდღე მცირე პანაშვიდი გადაიხადე. ისიც ყოველ საღამოს მიდიოდა და ძია იანისის საფლავზე პანაშვიდს იხდიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას სტუმრების მისაღებში დაავალეს მორჩილების შესრულება. მღვდელმონაზონს ხან ახსენდებოდა პანაშვიდის გადახდა, ხან კი ავიწყდებოდა. ერთხელ ღამით მას ძილში ძია იანისი გამოეცხადა და უთხრა: გთხოვ, ნუ დამივიწყებ. თუკი არ შეგიძლია პანაშვიდის გადახდა, მიდი მამა პაისისთან და უთხარი, რომ მოვკვდი, რადგან ის ყოველდღე მიხსენიებს, მაგრამ მიხსენიებს როგორც ცოცხალს და ლოცულობს, რომ მოვინანიო. მე კი ახლა სინანული აღარ ძალმიძს.

( წყარო: http://martlmadidebloba.ge/gardacvaleba14.html )

ნანახია: (218)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას